უფრო მკაფიო მომენტები ღამით. Aura Light გონივრულად აღმოაჩენს გარემოს დაბალ განათებას და ამატებს სიკაშკაშეს ბრწყინვალე, დელიკატური შეფერილობისთვის.
საუკეთესო განათებით
ბრწყინვალე ღამის პორტრეტები გელით. Sony IMX766V სენსორი OIS-ით მეტ სინათლეს აღბეჭდავს ღამის უფრო კაშკაშა და მკაფიო კადრებისთვის.
პორტრეტის სტუდიო
„სახის სილამაზისა“ და ბოკეს ეფექტების გარდა, დაბალი განათების პორტრეტი ინტუიციურად ამატებს დაბალანსებულ სიკაშკაშეს თბილი ატმოსფეროსა და შესანიშნავი განწყობის მატარებელი კადრების მისაღებად.
Aura Light-ის პორტრეტის სისტემა
თავდაჯერებულად გაისეირნეთ გარეთ ღამით დაბალი განათების ექსპერტ ტრიოსთან ერთად. Aura Light, Sony IMX766V სენსორი OIS-ით, და პორტრეტის რეჟიმი ერთად მოქმედებს, რომ შეიქმნას ღამის მკაფიო, ბუნებრივი პორტრეტები შესანიშნავი განწყობით.
ახლოს თუ შორს, ყოველთვის მკაფიო
50 MP AF წინა კამერა სელფის ნამდვილი ექსპერტია. გაადიდეთ მასშტაბი, ჩამოჭერით და დაარედაქტირეთ, რომ შექმნათ ძალიან დეტალური, პლაკატის მსგავსი სელფები.
1
არასდროს დაკარგოთ ფოკუსი
გადაიღეთ სელფები მოძრაობითი გაბუნდოვნების გარეშე. HD AF კამერა ავტოფოკუსით ყოველთვის ფოკუსში გაქცევთ.
Zoom out
Zoom in
Without AF
With AF
3 ნაბიჯი ღამის კაშკაშა და მკაფიო ხედისთვის
XDR Photo
Real-Time Extreme Night Vision
Super Night Mode
XDR Photo
გააბრწყინეთ ღამე
დაბალი განათების გარემოს გასაკაშკაშებლად რეალურ დროში ექსტრემალური ღამის ხედვა ექსპერტულად აღბეჭდავს სინათლეს იმ ფარგლებს მიღმა, რაც ხილვადია ადამიანის თავლისთვის.
გადაიღეთ ღამე ზედმიწევნით ზუსტად
ღამის კადრები ბრწყინვალე დინამიკური დიაპაზონით. V27 5G ზედმიწევნით ზუსტად აღადგენს სიკაშკაშეს, რითაც ინარჩუნებს დეტალებს ბნელ და კაშკაშა ადგილებში.
უფრო მკაფიო, უფრო ელვარე მოგონებები
XDR ფოტო აფიქსირებს მაღალი განათების ადგილებს HDR ფოტოებში, რომლებიც გადაღებულია ნაკლებად განათებულ პირობებში და ღამით, ისეთი კაშკაშა იერის მისაცემად, როგორიც სინამდვილეშია.
მკვეთრი, ბუნებრივი ვიდეომასალა
მკვეთრი, ბუნებრივი ვიდეომასალა
არ შედის სუპერ ღამის ვიდეო
შედის სუპერ ღამის ვიდეო
ღამის მკაფიო ვიდეო. გამარტივებული.
ღამის მკაფიო ვიდეო ერთი შეხებით. სუპერ ღამის ვიდეო ახშობს განათების სხვადასხვა წყაროდან მომავალ ხმაურს. ღამის ვიდეოები უფრო მკაფიო, კაშკაშა და დეტალურია, ვიდრე ოდესმე.
Without OIS+EIS
With OIS+EIS
მოიცილეთ რხევები
სურათის ჰიბრიდულ სტაბილიზაციას შეუძლია სტაბილიზაციის გამოთვლების შესრულება წამში რამდენიმე ათასჯერ, დაბალი განათების პირობებშიც კი. იდეალურია ღამით სეირნობისთვის.
ვლოგინგი სახალისო და მარტივია
სხვადასხვა მდიდარი ეფექტით, პორტრეტის ოპტიმიზაციით, ერთი შეხებით რედაქტირებითა და ერთი შეხებით შედეგის მიღებით ყოველდღიური ვლოგ-თავგადასავლების გაზიარება ძალიან მარტივია.
მინიმალისტური ესთეტიკური დიზაინი
მინიმალისტური ესთეტიკური დიზაინი
მოხდენილი და გლუვი 3D რკალური ეკრანი
მოხდენილი და გლუვი 3D რკალური ეკრანი
V7 5G, რომელიც გთავაზობთ 3D რკალურ ეკრანს კიდეებზე ფერების გამოსახვის ხარისხის შემცირების გარეშე, სულ რაღაც 7,36 მმ სისქისაა და მხოლოდ 18 გ-ს იწონის, ხელისგულზე კი სასიამოვნოდ შეიგრძნობა.
2
ვარდნა შიშის გარეშე
SCHOTT Xensation® α მაღალი სიძლიერის მინის ეკრანი უძლებს დავარდნას, ამავდროულად უზრუნველყოფს გამოსახულებას 1 მილიარდი ზუსტი ფერით, 1300 ნიტის პიკური ლოკალური სიკაშკაშით და SGS-ის მიერ სერტიფიცირებულ თვალების დაცვას ნაკლები ლურჯი ნათებით.
მოხდენილი. მსუბუქი. ელეგანტური.
ერთიანი ვიწრო ჩარჩო V27 5G-ზე არის 2,3 მმ სისქის. უფრო სწორად, 2,3 მმ სითხელის.
2.3
mm
მიიქციეთ ყურადღება
კამერის მწყობრი განლაგება ნამდვილად დაგაინტერესებთ უზადო, მოხდენილი და მიმზიდველი დიზაინით.
მაგიური ლურჯი
დატკბით მაგიური ლურჯის ღიადან მუქ დიაპაზონში ლურჯი ტონების ცვლილებით.
შთამბეჭდავი შავი
ხედვის კუთხეების ცვლილების მიხედვით, „შთამბეჭდავი შავი“ ღამის ვარსკვლავიანი ცასავითაა, რომელიც ბრწყინვალედ ციმციმებს სინათლის შუქებით.
შესრულების შეუდარებელი ხარისხი
შესრულების შეუდარებელი ხარისხი
მძლავრი 4 ნმ ჩიპი
გამოცადეთ ეფექტიანობის გაძლიერება. MediaTek Dimensity 7200 გთავაზობთ დამუშავების შედარებით მაღალ სისწრაფეებს, ამავდროულად იყენებს ნაკლებ ენერგიას, რადგან სისწრაფე მართლაც ყველაფერია.
3
600000
AnTuTu ტესტის ქულა
4
22%
ცენტრალური პროცესორის (CPU) 22%-ით უფრო მაღალი შესრულების ხარისხი
43%
გრაფიკული პროცესორის (GPU) 43%-ით უფრო მაღალი შესრულების ხარისხი
8-გბაიტიანი გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება (RAM)
8-გბაიტიანი გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება (RAM)
დაივიწყეთ აპების ჩატვირთვის ლოდინი. 8-გბაიტიანი გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით (RAM) გაუშვით რამდენიმე აპი ფონურ რეჟიმში ისე, რომ ყოველთვის მზად იყოს გასახსნელად.
5
შეუდარებელი ეფექტიანობა
შეუდარებელი ეფექტიანობა
ისარგებლეთ შეუფერხებელი გამოცდილებით ახალი 4 ნმ-იანი პროცესორით. გაუშვით და გადართეთ RAM-ის მომთხოვნი რამდენიმე აპი შეფერხების გარეშე.
36
აქტიური აპის გაშვება ფონურ რეჟიმში
6
სწრაფი FlashCharge, ხანგრძლივი მოქმედების ბატარეა
სწრაფი FlashCharge, ხანგრძლივი მოქმედების ბატარეა
გონიერი, უსაფრთხო დამუხტვის ალგორითმით ორმაგდება დარგში დადგენილი ბატარეის სტანდარტული ხანგრძლივობა. გაემგზავრეთ უფრო სწრაფად 66 ვტ-იანი FlashCharge-ით. დამუხტეთ 1%-იდან 50%-მდე 19 წუთში.
7,8,9,10
19 წთ
იმუხტება 50%-მდე
66 ვტ
FlashCharge
4600 მა/სთ
ბატარეა
2x
ბატარეის მოქმედების ხანგრძლივობა
24-განზომილებიანი უსაფრთხოების დაცვა
დამუხტვის გონიერი ძრავა
1
%
დატკბით სასიამოვნო გამოცდილებით
დატკბით სასიამოვნო გამოცდილებით
თქვენი პერსონალური კინოთეატრის ეკრანი
120-ჰერციანი 3D რკალური ეკრანით, რომელსაც შეუძლია 1 მილიარდი ფერის ჩვენება, ფილმების ყურება მგზავრობისას სრულიად სხვაგვარი იქნება.
შეიგრძენით ხმა
გააცოცხლეთ კონცერტი მგზავრობისას გარემომცველი აუდიოგაუმჯობესებით. სპიკერებით, რომლებიც გონივრულად აცილებს ხმაურს უფრო მკაფიო ხმის მისაღებად, დატკბით მკაფიო, მაღალი სიზუსტის აუდიოთი.
ყოველთვის იქნებით გრილად
პიკურ დონეზე მუშაობის დროსაც კი V27 5G არ გადაცხელდება თავისი ინოვაციური მასალებისა და გაგრილების ფუნქციების გამო.
თამაშის იმერსიული გამოცდილება
გამოცადეთ შეუფერხებელი, სტაბილური თამაში და შეიგრძენით მოქმედება 4D თამაშის ვიბრაციითა და თამაშის გაძლიერების რეჟიმით, ნამდვილად იმერსიული მობილური თამაშის გამოცდილებით, რომელსაც უზრუნველყოფს 2,8 გჰც-იანი სუპერფართობირთვიანი პროცესორი.
შექმნილია გამძლეობისთვის
შექმნილია გამძლეობისთვის
vivo ხარისხის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და V27 5G-ს ამოწმებს თავისი უმაღლესი ლიმიტის ფარგლებში, რითაც უზრუნველყოფს მობილურს, რომელიც ძლიერი და გამძლეა.
100-ჯერ
დაგდების ტესტი
10 000-ჯერ
შეერთება და გამოერთება
150 000-ჯერ
ჩართვა-გამორთვა
1000-ჯერ
დაწოლის ტესტი
თქვენზე მორგებული ოპერაციული სისტემა
თქვენზე მორგებული ოპერაციული სისტემა
თქვენებური სამუშაო დაფის ფონები
აიყვანეთ მორგება ახალ დონეზე ქცევითი ფონებით, რომლებიც თქვენი ნაბიჯების რაოდენობაზე რეაგირებს.
ჰარმონია თქვენს ხელებში
თქვენი უნიკალური სტილისთვის. აირჩიეთ ფერთა სწორი კომბინაცია თქვენი პიქტოგრამებისა და სამუშაო დაფის ფონისთვის, რომელიც თქვენს განწყობას ყველაზე უკეთ შეესაბამება.
11
გააზიარეთ უფრო მშვიდად
ფოტოების კონფიდენციალურობის დაცვა საშუალებას გაძლევთ, მეტად აკონტროლოთ კონფიდენციალურობის კუთხით სენსიტიური ინფორმაცია ფოტოების გაზიარების დროს.
ისუნთქეთ მშვიდად
რეალური დროის AQI ბარათი დახვეწილ მართვის პანელზე ყოველთვის ერთი სწრაფი შეხედვით გამცნობთ ჰაერის ხარისხისა და ამინდის შესახებ.
პასუხისმგებლობის უარყოფა:
50 MP HD მთავარი უკანა კამერით გადაიღება 50 MP ფოტოები მაღალი გარჩევადობის რეჟიმში, 50 MP HD წინა კამერით გადაიღება 50 MP ფოტოები მაღალი გარჩევადობის რეჟიმში, ხოლო პიქსელები შეიძლება განსხვავდებოდეს გადაღების რეჟიმებში. სტანდარტის სახით გამოიყენეთ რეალური პიქსელები.
„შთამბეჭდავი შავის“ გამოშვების სისქე არის 7,36 მმ, „მაგიური ლურჯის“ კი — 7,4 მმ. ფაქტობრივი ზომები და წონა შეიძლება განსხვავდებოდეს პროცესებში, გაზომვის მეთოდსა და გამოყენებულ მასალებში სხვაობების გამო.
vivo-ს ლაბორატორიის მიხედვით, MediaTek Dimensity 7200 მოიხმარს 40%-ით ნაკლებ ენერგიას, ვიდრე კონკურენტები.
ტესტის ქულა განსაზღვრულია vivo-ს ლაბორატორიის ტესტებიდან და ეფუძნება AnTuTu V9-ს. შემოწმებული მოწყობილობა არის V27 5G-ს გამოშვება „12 გბაიტი + 256 გბაიტი“. ტესტის ქულა შეიძლება განსხვავდებოდეს ტელეფონის მეხსიერების გამოშვებისა და სატესტო გარემოს მიხედვით.
8-გბაიტიან გაზრდილ ოპერატიულ მეხსიერებას (RAM) უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფა. ფაქტობრივად ხელმისაწვდომი RAM/ROM ნაკლებია ოპერაციული სისტემისა და წინასწარ დაყენებული აპების განთავსების გამო.
8-გბაიტიანი გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით (RAM) 12-გბაიტიანი RAM-ის გამოშვება მხარს უჭერს ფონურ რეჟიმში 36-მდე აქტიური აპის გაშვებას, ხოლო 8-გბაიტიანი RAM-ის გამოშვება — 27-მდე აქტიური აპისას.
დამუხტვის მონაცემები ეფუძნება vivo-ს ლაბორატორიის ტესტებს სხვადასხვა გარემოში. სატესტო გარემო: გარემო ტემპერატურა და ტელეფონის ტემპერატურა: 25℃±1℃. სატესტო პირობები: ბატარეის მოცულობა 1%-ზე, ტელეფონის ყველა სერვისი და ფუნქცია, ხმოვანი ზარების გარდა, და ეკრანი გამორთული უნდა იყოს და გამოიყენებოდეს ოფიციალური სტანდარტული დამტენი და მონაცემთა კაბელი. ფაქტობრივი მონაცემები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სატესტო გარემოს, დამუხტვის მდგომარეობის, ტელეფონის თავდაპირველი ტემპერატურის, ბატარეის გრძელვადიანი ცვეთისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
V27 აღჭურვილია vivo-ს სტანდარტული დამტენით, რომელსაც დამუხტვის 66-ვატამდე სიმძლავრის მხარდაჭერა აქვს. დამუხტვის ფაქტობრივი სიმძლავრე დინამიკურად კორექტირდება გარემოს ცვლილებების შესაბამისად და დამოკიდებულია გამოყენებაზე.
ბატარეის ტიპური მოცულობა არის 4600 მა/სთ, ბატარეის ნომინალური მოცულობა კი — 4500 მა/სთ.
მონაცემები ბატარეის მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდის შესახებ მიღებულია vivo-ს ლაბორატორიული ტესტებიდან, vivo-ს იმ ტელეფონებთან შედარების საფუძველზე, რომლებიც არ იყენებს გონიერი დამუხტვის ძრავას.
მონოქრომული პიქტოგრამა: ვრცელდება მხოლოდ თავსებად აპებზე ნაგულისხმევ თემებში.
პროდუქტის სურათები და ეფექტები მხოლოდ საცნობარო ხასიათისაა. ეკრანზე ნაჩვენები სურათები სიმულირებულია და განკუთვნილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის. პროდუქტის ზოგიერთი მახასიათებელი, პარამეტრი და ნაწილი, შესაძლოა, შეიცვალოს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ცვლილებები მომწოდებელსა და პროდუქციის სხვადასხვა პარტიებში. სტანდარტის სახით გამოიყენეთ რეალური პროდუქტები.
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, მონაცემები ეფუძნება ჩვენი ტექნიკური დიზაინის პარამეტრებს, ლაბორატორიული ტესტების შედეგებსა და მომწოდებლის ტესტის მონაცემებს. ზოგიერთი მონაცემი, შესაძლოა, შესრულების პიკურ მონაცემებს ასახავდეს. შესრულების ფაქტობრივი ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, კონკრეტული სატესტო გარემოსა და ტელეფონის მოდელის მიხედვით.
სამომხმარებლო ინტერფეისები ნაჩვენებია მხოლოდ საცნობაროდ. ფაქტობრივი შიგთავსი შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.