vivo product page
დიზაინი
შესრულების ხარისხი
24-განზომილებიანი
უსაფრთხოების დაცვა
დამუხტვის
გონიერი ძრავა
დიდი სიმძლავრე მაშინ, როცა გჭირდებათ
ჩვენი 6 ნმ პროცესორი და ორმაგრეჟიმიანი 5G საკმარის სიმძლავრეს გაწვდით, როცა გჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს თამაშში ხართ, თუ 4K ვიდეოებს არედაქტირებთ, ჩვენი ძრავა უზრუნველყოფს, რომ ყველაფერი შეუფერხებელი და ძლიერი იყოს. 7
კონფიდენციალურობა დადასტურებულია Android 12-ის მეშვეობით
იყავით მშვიდად V25-ის კონფიდენციალურობის ისეთი ახალი ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა დამალული ალბომი, აპების ჩამაგრება, კონფიდენციალურობის გამჭვირვალე ინდიკატორი და არა მხოლოდ.
Tap & Go
ატარეთ ნაკლები და გააკეთეთ მეტი თქვენი სმარტფონის NFC-ს მეშვეობით.

პასუხისმგებლობის უარყოფა:

  • ფერცვლადი მინა ხელმისაწვდომია მხოლოდ „ბაცი მომწვანო-ლურჯი“ ან „მზის ამოსვლის მსგავსი ოქროსფერი“ გამოშვებისთვის.
  • ტელეფონის ზომა და წონა შეიძლება განსხვავდებოდეს ოდნავ პროცესის, მასალის მომწოდებლის, გაზომვის მეთოდისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  • 64MP OIS ულტრასენსორული კამერა გადაიღებს 64MP ფოტოებს მაღალი გარჩევადობის რეჟიმში, გადაღების სხვადასხვა რეჟიმში კი შეიძლება განსხვავდებოდეს პიქსელები. სტანდარტის სახით გამოიყენეთ რეალური პიქსელები.
  • 50MP HD მთავარი წინა კამერა გადაიღებს 50MP ფოტოებს მაღალი გარჩევადობის რეჟიმში, გადაღების სხვადასხვა რეჟიმში კი შეიძლება განსხვავდებოდეს პიქსელები. სტანდარტის სახით გამოიყენეთ რეალური პიქსელები.
  • V25 აღჭურვილია vivo-ს სტანდარტული დამტენით (FlashCharge გადამყვანი 11 ვ / 4 ა), რომელიც მხარს უჭერს მაქსიმუმ 44-ვატიან დამუხტვის სიმძლავრეს. დამუხტვის ფაქტობრივი სიმძლავრე დინამიკურად კორექტირდება გარემოს ცვლილებების შესაბამისად და დამოკიდებულია გამოყენებაზე.
  • დამუხტვის მონაცემები მიღებულია vivo-ს ლაბორატორიების სატესტო გარემოდან. სატესტო გარემო: გარემო ტემპერატურა და ტელეფონის ტემპერატურა: 25°C±1°C. სატესტო პირობები: ბატარეის მოცულობა 1%-ზე, თვითმფრინავის რეჟიმში, ეკრანი გამორთული უნდა იყოს, ოფიციალური სტანდარტული დამტენისა და მონაცემთა კაბელის გამოყენებით. ფაქტობრივი მონაცემები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სატესტო გარემოს, დამუხტვის მდგომარეობის, ტელეფონის თავდაპირველი ტემპერატურის, ბატარეის გრძელვადიანი ცვეთისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  • 5G-ს ფუნქციონირება დამოკიდებულია კონკრეტული ოპერატორის 5G ხელმისაწვდომობაზე ადგილობრივ ბაზარზე ან რეგიონში, ასევე, ტელეფონის მახასიათებლებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ოპერატორს.
  • 8-გბაიტიან გაზრდილ RAM-ს უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფა.
  • მიკრო SD ბარათი გარე მეხსიერების მხარდაჭერით ცალკე უნდა შეიძინოთ.
  • V25 არ არის პროფესიონალური წყალგამძლე მობილური ტელეფონი და შემოწმებულია ლაბორატორიის კონტროლირებად პირობებში IP54 შეფასებით, IEC 60529 სტანდარტის შესაბამისად. შხეფების, წყლისა და მტვრის მიმართ მედეგობა არ არის მუდმივი და შეიძლება შემცირდეს ყოველდღიური ცვეთის შედეგად. არ დამუხტოთ მობილური ტელეფონი, როცა სველია. სითხის შეღწევით გამოწვეულ დაზიანებას არ ფარავს გარანტია.
  • ფაქტობრივად ხელმისაწვდომი RAM/ROM ნაკლებია ოპერაციული სისტემისა და წინასწარ დაყენებული აპების განთავსების გამო.
  • მესამე მხარის მიერ წარმოებულმა ეკრანის დამცავმა, შესაძლოა, იმოქმედოს თითის ანაბეჭდის ამოცნობაზე. ყოველთვის გამოიყენეთ vivo-ს ეკრანის დამცავი თითის ანაბეჭდის სკანირების მორგებული დიზაინით.
  • პროდუქტის სურათები და ეფექტები მხოლოდ საცნობარო ხასიათისაა. ეკრანზე ნაჩვენები სურათები სიმულირებულია და განკუთვნილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის. პროდუქტის ზოგიერთი მახასიათებლები, პარამეტრები და ნაწილები, შესაძლოა, შეიცვალოს ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა ცვლილებები მომწოდებელსა და პროდუქციის სხვადასხვა პარტიებში. სტანდარტის სახით გამოიყენეთ რეალური პროდუქტები.
  • მთელი ინფორმაცია ეფუძნება ჩვენი ტექნიკური დიზაინის პარამეტრებს, ლაბორატორიული ტესტების შედეგებს და მიმწოდებლის ტესტის მონაცემებს. ზოგიერთი მონაცემები, შესაძლოა, შესრულების პიკურ მონაცემებს ასახავდეს. ფაქტობრივი მონაცემები და პარამეტრები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს კონკრეტული სატესტო გარემოს და სატესტო პროგრამული უზრუნველყოფის მიხედვით. ამ გვერდზე ნაჩვენები ყველა შედარება ეხება მხოლოდ vivo-ს პროდუქტებს.