vivo-ს ქუქი-ფაილების პოლიტიკა
2023 წლის 1 მარტი
ქუქი-ფაილების ეს პოლიტიკა აღწერს სხვადასხვა ტიპის ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეიძლება იყენებდეს vivo Mobile Communication Co., Ltd. (შემდგომში „ჩვენ“, რომლის რეგისტრაციის მისამართია No.1, vivo Road, Chang'an, Dongguan, Guangdong, China) ჩვენს ვებსაიტსა და სხვა სერვისებზე (შემდგომში „სერვისი“). ეს პოლიტიკა ასევე აღწერს, თუ როგორ შეგიძლიათ, მართოთ ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები.
1. რა არის ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები?
ქუქი-ფაილი არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებსაიტი ინახავს თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე, როდესაც თქვენ ეწვევით საიტს. ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის პერსონალიზაცია, დავიმახსოვროთ თქვენ მიერ განსაზღვრული პარამეტრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დაგვეხმარება რეკლამებისა და ვებში ძიების ეფექტურობის გაუმჯობესებაში. ქუქი-ფაილები ინახავს ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია გამოყენებულ ტერმინალის კონკრეტულ მოწყობილობასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ გავიგებთ თქვენს ვინაობას. ქუქი-ფაილის შინაარსის მოძიება და წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ სერვერის მიერ, რომელმაც შექმნა ქუქი-ფაილი.
შესაძლოა, ჩვენ გამოვიყენოთ ქუქი-ფაილების მსგავსი სხვა ტექნოლოგიები, როგორიცაა პიქსელები ან ვებ-შუქურები იმ მიზნებისთვის, რომელთა მიღწევის საშუალებასაც იძლევა ქუქი-ფაილები. ამას გარდა, ჩვენს სერვისზე განთავსებული პიქსელებიც აწვდის ჩვენს ან/და მესამე მხარეების სერვერებს თქვენი მოწყობილობიდან წაკითხულ ინფორმაციას ჩვენი სერვისების სერვისის ანალიზისთვის ან იმ შიგთავსისა და რეკლამების მოსაწოდებლად, რომლებიც თქვენთვის უფრო რელევანტურია. ეს პიქსელები კატეგორიზებულია და იმართება იგივენაირად, როგორც ქუქი-ფაილები. ამ პოლიტიკის მიზნების ფარგლებში ყველა ზემოაღნიშნული ტექნოლოგია ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „ქუქი-ფაილები“.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის შეგროვება (როგორიცაა სახელები, ტელეფონის ნომრები, ელფოსტის მისამართები, GPS კოორდინატები ან სხვა ზუსტი მდებარეობები და ა.შ.), რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ქუქი-ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით ინდივიდის პირდაპირი იდენტიფიკაციისთვის, მასთან კონტაქტისთვის ან მისი ზუსტი მდებარეობის დადგენისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ გვჭირდება საბოლოო მომხმარებლის ფსევდონიმური იდენტიფიკატორების (როგორიცაა ფსევდონიმური ქუქი-ფაილების იდენტიფიკატორები, ფსევდონიმური სარეკლამო იდენტიფიკატორები და ა.შ.), IP-მისამართების და სხვა ძირითადი ინფორმაციის შეგროვება მოწყობილობების/ბრაუზერების შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ როდესაც პირველად ისარგებლებთ სერვისით, გაჩვენებთ ბანერს ქუქი-ფაილების შესახებ და გაგაცნობთ ქუქი-ფაილების პოლიტიკას. თუ განაგრძობთ სერვისის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ წაიკითხეთ და დაეთანხმეთ, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი მონაცემების დასამუშავებლად ამ ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესაბამისად.
2. ქუქი-ფაილები: გამოყენების ტიპები, კატეგორიები და მიზნები
2.1 ტიპები
ჩვენ ვყოფთ ქუქი-ფაილებს ორი სხვადასხვა ტიპის კატეგორიებად, შემდეგნაირად:
a) პირველი მხარის ქუქი-ფაილები
პირველი მხარის ქუქი-ფაილები განთავსებულია ვებსაიტზე, რომელსაც ეწვევით, უფრო ზუსტად, ვებსაიტის დომენზე. თითქმის ყველა ვებსაიტს სჭირდება, გამოიყენოს პირველი მხარის ქუქი-ფაილები, რომ უზრუნველყოს ვებსაიტისა და მისი ფუნქციების შეუფერხებლობა. პირველი მხარის ქუქი-ფაილებში შენახული ინფორმაციის წაკითხვა მხოლოდ იმ ვებსაიტს შეუძლია, რომელსაც სტუმრობთ.
b) მესამე მხარის ქუქი-ფაილები
მესამე მხარის ქუქი-ფაილებს აყენებს იმ დომენისგან განსხვავებული დომენები, რომელსაც სტუმრობთ. ამას გარდა, ჩვენს სერვისზე შეიძლება აისახოს მესამე მხარის ვებსაიტიდან ან სერვისიდან მიღებული კონტენტი, რის შედეგადაც შეიძლება მესამე მხარის ქუქი-ფაილები შეინახოს თქვენს მოწყობილობაში ან ბრაუზერში, ამ ფაილებს კი გაეცნობა მესამე მხარეები. ჩვენ არ ვაკონტროლებთ აღნიშნული მესამე მხარეების მიერ ამ ქუქი-ფაილების შენახვასა და გამოყენებას. ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის გირჩევთ, გაეცნოთ შესაბამისი მესამე მხარეების კონფიდენციალურობის დებულებებს მათ ვებსაიტებზე.
2.2 გამოყენების კატეგორიები და მიზნები
ქუქი-ფაილები შეიძლება დაიყოს ოთხ კატეგორიად, სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე:
a) აუცილებლად საჭირო ქუქი-ფაილები
ეს არის ქუქი-ფაილები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ვებსაიტის ფუნქციონირებისა და სხვა მომსახურებების შეთავაზებისთვის. ისინი მოიცავს, მაგალითად, ქუქი-ფაილებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, შეხვიდეთ ჩვენი ვებსაიტის უსაფრთხო ზონებში; ამ ქუქი-ფაილების გარეშე ჩვენ ვერ მოგაწვდით მომსახურებებს, როგორიცაა სავაჭრო კალათები და ვებსაიტის ინფორმაციის ჩვენება.
b) ფუნქციონალური ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები გამოიყენება თქვენი ამოცნობისთვის, როდესაც დაბრუნდებით ჩვენს ვებსაიტზე ან შეხვალთ ჩვენს სხვა სერვისებში. მაგალითად, ჩვენ შეიძლება შევინახოთ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა ქუქი-ფაილში, რათა უზრუნველვყოთ, რომ გაჩვენებთ ლოკალიზებულ სერვისს, რომელიც მორგებულია თქვენს რეგიონზე.
c) ანალიტიკური/მუშაობის ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ და დავთვალოთ ვიზიტორები და ვიზიტორთა წყაროები და ვნახოთ, როგორ ახდენენ ვიზიტორები ნავიგაციას ჩვენს სერვისში, მაგალითად, რომელ გვერდებს სტუმრობთ ყველაზე მეტად, რაც დაგვეხმარება, გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტისა და სხვა სერვისების მუშაობა.
ჩვენ შეუზღუდავად ვიყენებთ Google Analytics-ს („GA“), Contentsquare-ს („CS“) და მსგავს ანალიტიკურ/მუშაობის ქუქი-ფაილებს ასეთი მიზნის მისაღწევად.
როგორც Google-მა განაცხადა, GA ქუქი-ფაილების მიერ გენერირებული ინფორმაცია ჩვეულებრივ ინახება Google-ის სერვერებზე და თქვენი IP მისამართი წინასწარ შემოკლდება Google-ის მიერ. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თქვენი სრული IP მისამართი გადაეცემა Google-ის სერვერებს და იქ შემოკლდება. ჩვენი სახელით, Google გამოიყენებს ამ ინფორმაციას ვებსაიტების აქტივობის შესახებ ანგარიშების შესადგენად და ვებსაიტის აქტივობასთან და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველსაყოფად. თქვენი ბრაუზერიდან Google Analytics-ის ნაწილის სახით გადაცემული IP მისამართი არ იქნება დაკავშირებული Google-ის მიერ შენახულ სხვა მონაცემებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ GA-ს დახმარების ცენტრს მისამართზე: https://support.google.com/analytics/#topic=1008008.
CS ქუქი-ფაილების მიერ გენერირებული ინფორმაცია შეინახება CS სერვერებზე ევროპის ეკონომიკურ ზონაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Contentsquare-ის მომსახურებების კონფიდენციალურობის პოლიტიკას მისამართზე: https://contentsquare.com/services-privacy-policy/.
ანალიტიკური/მუშაობის ქუქი-ფაილების შენახვის ვადა, როგორც წესი, მერყეობს თქვენ მიერ ვებგვერდების დათვალიერების ხანგრძლივობიდან 13 თვემდე, ქუქი-ფაილების ინდივიდუალური მიზნიდან გამომდინარე.
d) მიზნობრივი ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები იწერს თქვენ მიერ ჩვენი სერვისის გამოყენებას, გვერდებს, რომლებსაც ესტუმრეთ და ბმულებს, რომლებზეც გადახვედით. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ უკეთ მოვარგოთ თქვენს ინტერესებს ჩვენი სერვისი თუ რეკლამები. ამას გარდა, ეს ინფორმაცია ამ მიზნისთვის შეიძლება გავუზიაროთ ჩვენ მიერ საგულდაგულოდ შერჩეულ მესამე მხარეებს, როგორიცაა TikTok, Google და Twitter. TikTok-ის პიქსელების მიერ გენერირებული ინფორმაცია შეინახება მათ სერვერებზე სინგაპურში. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით TikTok-ის პლატფორმის ქუქი-ფაილების პოლიტიკას ვებმისამართზე https://www.tiktok.com/legal/page/global/cookie-policy/en. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, GA-ს ქუქი-ფაილის მიერ გენერირებული ინფორმაცია, როგორც წესი, შეინახება Google-ის სერვერებზე ისევე, როგორც მიზნობრივი ქუქი-ფაილების შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ GA-ს დახმარების ცენტრს მისამართზე: https://support.google.com/analytics/#topic=1008008.
ჩვენ და ჩვენ მიერ საგულდაგულოდ შერჩეულმა ბიზნეს-პარტნიორებმა შეიძლება გამოვიყენოთ მიზნობრივი ქუქი-ფაილები, როცა ვაჩვენებთ ჩვენი პროდუქტებისა თუ სერვისების რეკლამებს მესამე მხარის ვებსაიტებზე, რათა გავიგოთ, რომელი ვებსაიტები და რეკლამები ნახეს ჩვენმა მომხმარებლებმა და რომელ რეკლამებთან მოახდინეს ინტერაქცია. ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, მესამე მხარის ვებსაიტებმა, შესაძლოა, მოგაწოდოთ რეკლამები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება თქვენს ინტერესებს. ამ ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით უპირატესი პარამეტრების კორექტირება, შესაძლოა, მოახერხოთ ამ მესამე მხარის ვებსაიტებზე. ამ ქუქი-ფაილებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ მათი კონფიდენციალურობის დებულებები:
TikTok: https://www.tiktok.com/legal/page/row/privacy-policy/en
Google: https://policies.google.com/privacy
Twitter: https://twitter.com/en/privacy
e) სხვა ქუქი-ფაილები
ეს ქუქი-ფაილები არის მესამე მხარისგან და არ არის მნიშვნელოვანი.
3. ქუქი-ფაილების მართვა - ბრაუზერის პარამეტრები
თანამედროვე ბრაუზერების უმეტესობა გთავაზობთ ქუქი-ფაილების მართვის შესაძლებლობას თქვენი საკუთარი რჩეულების მიხედვით (წაშლის, დაბლოკვისა და ქუქი-ფაილების დაშვების პარამეტრები).
აქ იპოვით დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ მართოთ ქუქი-ფაილები გავრცელებული ბრაუზერების მეშვეობით:
• ბმული: „Google Chrome“
• ბმული: „Internet Explorer“
• ბმული: „Firefox“
• ბმული: „Microsoft Edge“
• ბმული: „Apple Safari“
თქვენ შეგიძლიათ, გამორთოთ ზოგიერთი ქუქი ფაილი ნებისმიერ დროს, მაგრამ მათმა გამორთვამ, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ სერვისის გარკვეული ნაწილების გამოყენებაში.
4. ჩვენთან დაკავშირება
თუ გაქვთ შეკითხვები ქუქი-ფაილების მოცემული პოლიტიკის ან ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, გჭირდებათ პრობლემის შესახებ შეტყობინება ან ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირება, ან გსურთ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის კანონების შესაბამისად თქვენი რომელიმე უფლებით სარგებლობა, შეეხეთ აქ. შევეცდებით, ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონებით გათვალისწინებულ ვადებში.
ქუქი-ფაილების მოცემულ პოლიტიკაში ნახსენები ყველა პრაქტიკა შესრულდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, სადაც ასევე შეგიძლიათ, იხილოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ჩვენი პრაქტიკის შესახებ.